
რუსულ მედიასთან ჩრდილოეთ ოსეთის სამხედრო კომისრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ზემო ლარსის საგუშაგოზე საზღვრის გადაკვეთის მსურველ 180-ზე მეტ კაცს "სამობილიზაციო გამოძახების" ცნობა გადასცეს.
მისი თქმით, გამოძახებები სამხედრო კომისარიატის მობილურმა საგუშაგომ გასცა.
ცნობისთვის, "ზემო ლარსთან" მოძრავი მობილური ოპერატიული ჯგუფებია განლაგებული, ისინი მობილიზებულ რეზერვისტებს, მათ შორის მათ, ვინც რეგისტრირებულნი არიან ქვეყნის სხვა რეგიონებში, გამოძახებებს ურიგებენ.