
დანიის ხელისუფლებამ კვირას განაცხადა, რომ Nord Stream 1-ის გაზსადენზე ბუნებრივი აირის გაჟონვა შეწყდა. ერთი დღის ადრე, დანიამ თქვა, რომ გაჟონვა შეწყდა Nord Stream 2 მილსადენიდანიდანაც.
Nord Stream AG-ის კომპანიამ შეატყობინა დანიის ენერგეტიკის სააგენტოს, რომ მიღწეულია სტაბილური წნევა Nord Stream 1 მილსადენებზე.
"ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო ორი გაჟონვის შედეგად გაზის ამოფრქვევაც უკვე დასრულებულია", - წერს დანიის სააგენტო ტვიტერზე კვირას.
წყალქვეშა აფეთქებებმა, რომლებმაც დააზიანა Nord Stream I და 2 მილსადენი ამ კვირაში, გამოიწვია მეთანის უზარმაზარი გაჟონვა. სკანდინავიის გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ აფეთქებები რამდენიმე ასეული ფუნტმა ასაფეთქებელმა გამოიწვია.
რუსეთის პრეზიდენტმა პარასკევს დასავლეთი დაადანაშაულა რუსეთის მიერ აშენებული მილსადენების საბოტაჟში.