ღია უარი ოპოზიციას და ჩაგდების ზღვარზე მიყვანილი პროცესი | "ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონზე მუშაობს

გამოქვეყნდა:

ღია უარი ოპოზიციას და ჩაგდების ზღვარზე მიყვანილი პროცესი. "ქართული ოცნება" არც კი განიხილავს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე ერთობლივ მუშაობას. მმართველი პარტიის უარის ძირითადი მიზეზი ის ცვლილებებია, რომლებსაც ოპოზიცია მოითხოვს, და რომლებიც ამ კანონს პირდაპირ დაუკავშირებს ბიძინა ივანიშვილს.

ერთ-ერთი მთავარი პუნქტი არის საკადრო პოლიტიკა - "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ქართუს ყოფილი კადრების დანიშნვა საკვანძო თანამდებობებზე არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას აკონტროლებს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ასეთი გადაწყვეტილებით ხელისუფლება საბოლოოდ ჩააგდებს არა მხოლოდ კანონპროექტს, არამედ ფაქტობრივად უარს იტყვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი