შოიგუს თქმით, მობილიზაციის ფარგლებში 200 000-ზე მეტი პირი გამოიძახეს სამხედრო სამსახურში

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერეგი შოიგუ ამბობს, რომ "ნაწილობრივი მობილიზაციის" ფარგლებში 200 000-ზე მეტი პირი გამოიძახეს სამხედრო სამსახურში. მისი მტკიცები, პერსონალი ბრძოლის ველზე ვარჯიშისა და საბრძოლო კოორდინაციის შემდეგ გაიგზავნება.

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, 21 სექტემბრიდან ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია განხორციელდა. დღეს შეიარაღებულ ძალებში 200 000-ზე მეტი ადამიანია შემოსული", - თქვა შოიგუმ.

მისივე თქმით, შესაბამის თანამდებობის პირებს დაევალათ მობილიზებულებისთვის საჭირო ტანსაცმლისა და სხვა ნივთები მიწოდება და სამხედრო პოზიციებზე დანიშვნა.

ცნობისთვის, 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი არაერთმა მოქალაქემ დატოვა. სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა საპროტესტო აქციები, რასაც დაკავებები მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი