ირანი არ აღიარებს რუსეთის ჩატარებულ "რეფერენდუმებს" უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე

გამოქვეყნდა:

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  არ ცნობენ უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში - დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ნასერ ქანაანის თქმით - „ირანის ისლამური რესპუბლიკა, როგორც ყოველთვის, თავისი პრინციპული პოზიციების შესაბამისად, ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის სრულ პატივისცემას, როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმას და გაეროს წესდების პრინციპებისა და მიზნების პატივისცემას."

მისივე თქმით, ირანი ეწინააღმდეგება ნებისმიერ „პროვოკაციულ ქმედებას, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მშვიდობას, სტაბილურობასა და სიმშვიდეს“.

აღსანიშნავია, რომ ირანი რუსეთის იმ მცირერიცხოვან მოკავშირეებს შორისაა, რომელიც გავრცელებული მოსაზრებით, პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება. კერძოდ, არსებული ინფორმაციებით, თეირანი ამარაგებს რუსეთის არმიას თავისი დრონებით, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები რეგულარულად ანადგურებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი