უკრაინელმა სამხედროებმა 1 534 დასახლება გაათავისუფლეს - ტიმოშენკო

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან 1 534 დასახლება გაათავისუფლეს, მათ შორის 483 ხარკოვის ოლქში, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ ბრიფინგზე განაცხადა.

"დეოკუპაციის ღონისძიებები გრძელდება, 1 534 დასახლებული პუნქტი უკვე დეოკუპირებულია. დონეცკის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქების ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების მუშაობა გრძელდება", - თქვა ტიმოშენკომ.

მისივე თქმით, რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციების მიერ ორგანიზებული იყო 1 445 ჰუმანიტარული შტაბი.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, ნაღმებისგან 500-ზე მეტი დასახლებაა გაწმენდილი, 1 200 დასახლებაში აღდგა ეროვნული პოლიციის მუშაობა, 1 508 დასახლებაში კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა დაიწყეს მუშაობა. ასევე, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 933-მა სამედიცინო დაწესებულება მუშაობა განაახლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი