
დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს, CIA -ს დირექტორის, უილიამ ბარსნის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კუთხეში მიმწყვდევის შემთხვევაში, შესაძლოა, საკმაოდ საშიში და უგუნური გახდეს.
"პუტინი შეშფოთებული უნდა იყოს არა მხოლოდ იმის გამო, თუ რა ხდება უკრაინაში ბრძოლის ველზე, არამედ რა ხდება სახლში და რა ხდება საერთაშორისო დონეზე" - ამბობს ბარნსი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში ჩინეთი რუსეთს უსაზღვრო მეგობრობას დაჰპირდა, პეკინმა უარი თქვა სამხედრო დახმარების გაწევაზე, რომელიც პუტინმა მოითხოვა.