
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს დილით უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ესაუბრა, - ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
CNN -ის ინფორმაციით, აშშ ემზადება გამოაცხადოს უკრაინისთვის კიდევ 625 მლნ დოლარის დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს კიდევ ოთხ სარაკეტო სისტემას, რომელიც ცნობილია როგორც მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS), ასევე დამატებით ჰაუბიცებსა და საბრძოლო მასალას.