
საღამოს ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთის მიმართულებით შეიარაღებული ძალების წარმატებების შესახებ ისაუბრა.
„უკრაინის არმია ახორციელებს საკმაოდ სწრაფ და მძლავრ წინსვლას ჩვენი ქვეყნის სამხრეთით, მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მხოლოდ ამ კვირაში რუსული ფსევდორეფერენდუმისგან ათობით დასახლება უკვე გათავისუფლდა. ეს ეხება როგორც ხერსონსა და ხარკოვს, ასევე ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებს.