რუსებმა კიევის ოლქის ქალაქს კამიკაძე დრონებით შეუტიეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

კიევის რეგიონალური ადმინისტრაციის თავმჯდომარე,  ოლექსი კულება, ამბობს, რომ რუსებმა ქალაქ ქალაქ ბილა-ცერკვას კამიკაძე დრონებით შეუტიეს. მისი განცხადებით, არის მსხვერპლი.

ხანძარი გაჩნდა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. 

ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და ინფორმაცია ზუსტდება.

მერმა ხანძრის ეპიცენტრთან მცხოვრებ მოსახლეობას სთხოვა, არ მიუახლოვდნენ ფანჯრებს და არავითარ შემთხვევაში არ გააღონ ისინი ხანძრის ლიკვიდირებამდე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი