რუსეთმა ომში უკვე 61 000 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 5 ოქტომბერს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 61 000;
  • ​ტანკი - 2 435;
  • ჯავშანტექნიკა - 5 038;
  • საარტილერიო სისტემა - 1 414;
  • სარაკეტო სისტემა - 341;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 177;
  • თვითმფრინავები - 266;
  • ვერტმფრენი - 232;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1032;
  • საკრუიზო რაკეტები - 246;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 841;
  • გემი/ნავი/კატარღა - 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 132.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 21 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთმა ომში 5 937 სამხედრო დაკარგა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი