გარი კასპაროვმა, ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ინტერვიუ მისცა გერმანულ ჟურნალ Spiegel-ს სადაც ის ამბობს, რომ "ყოველი რუსი, რომელიც ახლა რუსეთში ცხოვრობს, ომის მანქანის ნაწილია" და ამბობს,  რომ ვისაც ისტორიის სწორ მხარეს დგომა სურს, უნდა დატოვოს ქვეყანა.

"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მისი [პუტინის] რეჟიმი აუცილებლად გახდებოდა ფაშისტური საფრთხე - არა მარტო რუსეთისთვის, არა მხოლოდ მისი მეზობლებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. კარგი იქნებოდა, კიდევ რამდენიმე ადამიანს ეს გაფრთხილება გულთან ახლოს მიეღო", - ამბობს კასპაროვი.

გამოცემის კითხვაზე, რომ ის 2013 წლიდან პოლიტიკურ ემიგრაციაში ცხოვრობს, რაც კომფორტული მდგომარეობა არაა, რომ ქვეყნის დატოვებაზე მოწოდება გააჟღეროს მათი მისამართით, ვინც ჯერ კიდევ რუსეთშია, კასპაროვი ამბობს:

"ეს არის ომი. ან ერთ მარეს ხართ ან მეორე მხარეს. რუსეთის ყველა მოქალაქეს, მათ შორის მე, კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ომზე, თუნდაც პირადი პასუხისმგებლობა არ იყოს. დღეს რუსეთი არის ფაშისტური დიქტატურა, რომელიც, სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ახორციელებს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ. და ყველა, ვინც ახლაც რუსეთში ცხოვრობს, სურს თუ არა, ამ ომის ტექნიკის ნაწილია".

59 წლის მოჭადრაკე ამბობს, რომ პუტინს არასდროს უთამაშია ჭადრაკი, მაგრამ თამაშობდა პოკერს და "კარგი იყო გეოპოლიტიკურ პოკერში". მისი თქმით, ხშირად თამაშობდა ცუდი კარტით და იგებდა, რადგან ოპონენტები მის ბლეფს ეგუებოდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი