პუტინი არც სტრატეგიის ოსტატი და არც გეოპოლიტიკური გენიოსია, ის ტერორისტია, რომელსაც მხოლოდ ბავშვების დაბომბვა და ჩვენი დაშანტაჟება შეუძლია. ამ მცდელობებში სასარგებლო იდიოტები მისი მთავარი სამიზნეები არიან. ამ სასარგებლო იდიოტებს და ისინი ბევრნი არიან, პოლიტიკოსები, ტექნიკური მეწარმეები, არ უნდა მიეცეთ ნარატივის განსაზღვრის უფლება.
ჯარისკაცების მობილიზაცია და ბირთვული იარაღით მსოფლიოს დაშანტაჟება მხოლოდ ერთადერთ რაღაცას ადასტურებს: პუტინი სასოწარკვეთილია. სასოწარკვეთილია, რადგან ის აგებს ომს, რომელზეც დაიფიცა, რომ სამ დღეში მოიგებდა. სასოწარკვეთილია, რადგან სანქციები მასზე მოქმედებს და მისი პროპაგანდა დიდხანს ვერ გადაწონის რუსების ცარიელ მაცივარს, სასოწარკვეთილია, რადგან მას უფრო და უფრო ხმამაღლა ესმის ამბოხების ხმები კრემლში. პუტინი რუსეთის ყველაზე დიდი მტერია და მისი დასასრული უკვე ჩანს. მანამდე, ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას უკრაინის გვერდით, მივაწვდით მათ მძიმე იარაღს, მხარს დავუჭერთ ევროკავშირის ინიციატივას, რათა მისმა მამაცმა ხალხმა საბოლოოდ მოიგოს ომი.
- თქვა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.