გათავისუფლებულ ლიმანში 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სამარხი აღმოაჩინეს - მედია

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის ახლახან გათავისუფლებულ ლიმანში 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სამარხი აღმოაჩინეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სასაფლაოზე 50-ზე მეტი ადამიანია დაკრძალული. ზოგიერთ სამარხზე სახელებია მინიშნებული, ზოგიერთზე კი მხოლოდ ნომრებია მითითებული.

Censor წერს, რომ რუსებმა ორმოები გათხარეს და უკრაინელ სამხედროებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ ადამიანებს აიძულებდნენ მიცვალებულების ცხედრები ხელახლა დასამარხად შეეგროვებინათ. ერთ-ერთი ახალგაზრდის განცხადებით, რომელიც დამპყრობლებმა ასევე დააკავეს და აიძულეს მიცვალებულები დაემარხა, თქვა, რომ ყველა დაკრძალული პირი იდენტიფიცირებული არ არის. მათი ცხედრები შესაძლოა, დიდხანს ესვენა ქუჩაში. ასევე, ცნობილი ხდება, რომ დაბომბვის შედეგად დაღუპულებს, ზოგჯერ, მეზობლები ასაფლავებდნენ.

სააგენტოს ინფორმაციით, ირკვევა, რომ დამპყრობლებს რუსი ჯარისკაცების ცხედრები არ წაუღიათ.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში რუსები ცხოვრობდნენ, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი მოაწყვეს. უკან რომდესაც იხევდნენ, დაჭრილები წაიყვანეს, გარდაცვლილები კი დატოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი