
ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორა ლიენმეტსის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ესტონეთის საზღვარზე მყოფი ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი სატვირთო მანქანით გაურკვეველ ადგილას წაიყვანა.
"საზღვარზე მინიმუმ ათასი ადამიანი იცდიდა, მაგრამ დღეს ისინი იქ აღარ არიან. ჩასვეს მანქანებში და წაიყვანეს, არ ვიცით, სად წაიყვანეს. პოლიცია და საზღვრის დაცვის საბჭო ამაზე მუშაობს", - თქვა მან.
მინისტრის თქმით, სამართალდამცავები დრონებს იყენებენ იმის გასარკვევად, აგზავნის თუ არა რუსეთის ხელისუფლება ამ ადამიანებს ე.წ მწვანე სასაზღვრო ზონაში, როგორც ეს ბელარუსმა გასულ წელს ლიტვისა და ლატვიის საზღვარზე გააკეთა.