
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ყირიმის ხიდზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
"ეს, სავარაუდოდ, არიან ავტომობილის მგზავრები, რომელიც აფეთქებული სატვირთოს გვერდით იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ორი დაღუპული ქალისა და კაცის ცხედარი უკვე ამოყვანილია წყლიდან, მათი ვინაობა დგინდება", - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც telegram არხზე გავრცელდა.
გარდა ამისა, საგამოძიებო კომიტეტი წერს, რომ დადგინდა ინფორმაცია მისი მფლობელის შესახებ.
"ეს არის კრასნოდარის ტერიტორიის მკვიდრი, მის საცხოვრებელ ადგილზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. მიმდინარეობს მანქანის გადაადგილების მარშრუტი და შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლა", - აცხადებენ საგამოძიებო კომიტეტში.
ცნობისთვის, აფეთქება ყირიმის ხიდზე დღეს, 8 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად, ხანძარი რკინიგზის ნაწილზე გავრცელდა, დაზიანებულია საავტომობილო გზაც. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ყირიმის ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია.