
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ უკრაინაში "სპეციალური ოპერაციის" მეთაურად გენერალი სერგეი სუროვიკინი დანიშნა.
55 წლის სუროვიკინი ნოვოსიბირსკიდანაა. 2013 - 2017 წლებში ის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ჯარების მეთაური იყო. 2017 წლის 31 ოქტომბრიდან კი არის რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი.
სუროვიკინი ტაჯიკეთში შეიარაღებული კონფლიქტის, ჩეჩნეთის მეორე და სირიის ომების მონაწილეა.
შეგახსენებთ, მაისში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იზიუმთან დაიჭრა.