
რუსეთის ჯარებმა 11 ოქტომბერს ისევ დაბომბეს ლვოვი, რამაც კვლავ კრიტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა. თავდასხმამ ქალაქის 30% ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
მერი, ანდრიი სადოვი ამბობს, რომ წყალი ორ უბანს არ მიეწოდება. ლვოვის გუბერნატორმა მაკსიმ კოზიცკიიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ცნობილია სამი აფეთქების შესახებ, მათ შორის ორი ენერგეტიკულ ობიექტზე მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არა.
"თავდასხმა ენერგეტიკულ ობიექტზე ლვოვის რეგიონში. დარჩით თავშესაფრებში. ნუ ავრცელებთ ფოტოებს, ვიდეოებს და ჭორებს", - დაწერა გუბერნატორმა Telegram-ზე.
ცნობისთვის, ლვოვი დაიბომბა გუშინაც, როცა რუსეთი უკრაინის რამდენიმე ქალაქს დაესხა თავს.