პუტინმა ФСБ-ს  ყირიმის ხიდის დაცვის გაძლიერება დაავალა

გამოქვეყნდა:

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ პუტინმა, ხელი მოაწერა განკარგულებას ქერჩის სრუტეში სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის გაძლიერების შესახებ. ორგანიზება და კოორდინაცია  ФСБ-ს დაევალა.

ოკუპანტებმა ასევე გააძლიერეს რუსეთის ენერგო-ხიდის ელექტროენერგიის ქსელის დაცვა.

2018 წელს, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმის ხიდი გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფებოდა. პროპაგანდისტული გამოცემები წერდნენ, რომ ხიდს იცავდნენ თანამგზავრებისა და სამხედრო ხომალდების, დახმარებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი