უკრაინის მაღალჩინოსანმა The New York Times-ს დაუდასტურა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული.
მან კომენტარი აფეთქებაზე ანონიმურობის დაცვის პირობით კომენტარი გააკეთა.
ცნობისთვის, 8 ოქტომბერს დილით ყირიმის ხიდის ნაწილი აფეთქების შედეგად ჩამოინგრა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა სატვირთო მანქანა, რომელიც საგუშაგოზე შემოწმების შემდეგ ხიდზე გადავიდა.
უკრაინის ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აიღო და მინიშნებებით შემოიფარგლა. პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა დილით დაწერა "ყირიმი, ხიდი, დასაწყისი. ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს".
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საღამოს გამოსვლაში არ ახსენა ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება, მაგრამ ისაუბრა ნახევარკუნძულზე არსებულ ამინდზე.
"სამწუხაროდ, ყირიმში მოღრუბლული იყო. თუმცა ასევე თბილი იყო. მაგრამ რაც უნდა ღრუბლები იყოს, უკრაინელებმა იციან რა უნდა გააკეთონ. და მათ იციან, რომ ჩვენი მომავალი მზიანია. ეს არის მომავალი ოკუპანტების გარეშე. ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის ყირიმში. “- განაცხადა ზელენსკიმ.