
10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. დაშავდა 105 ადამიანი. განახლებული მონაცემები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთმა უკრაინის არაერთი ქალაქი დაბომბა, მათ შორის კიევი, ლვოვი, დნიპრო, მიკოლაევი, დონეცკი. მასობრივი დაბომბვის შედეგად 8 რეგიონსა და დედაქალაქში მინიმუმ 11 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა. იერიშები მიზნად ისახავდა ელექტროსადგურებს, ხიდებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.