
შეერთებული შტატებში ფიქრობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მასიურ საჰაერო თავდასხმებს ჯერ კიდევ ყირიმის ხიდის აფეთქებამდე გეგმავდა. CNN-ს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განუცხადა, რომ სავარაუდოდ, გუშინ მომხდარი იერიშები დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა.
"ეს სავარაუდოდ იყო ის, რასაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებამ შეიძლება დააჩქაროს მათი ზოგიერთი გეგმა", - განუცხადა CNN-ს ჯონ კირბიმ.
კირბიმ თქვა, რომ არ არის დარწმუნებული, გადაიტანა თუ არა პუტინმა თავისი სტრატეგია სამოქალაქო მორალის შელახვისა და უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენებაზე, მაგრამ ეს ტენდენცია უკვე გარკვეული პერიოდია მუშაობს.