
"პირველი ეპიზოდი გათამაშდა. სხვებიც იქნება" - ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის ქალაქებში, მშვიდობიან მოსახლეობაზე, დღეს დილით მომხდარ თავდასხმებს.
მედვედევმა ისევ გაიმეორა კრემლის ნარატივები, რომ უკრაინაში "ნაცისტური პოლიტიკური რეჟიმია" და რომ ის "მუდმივ, პირდაპირ და აშკარა საფრთხეს შეუქმნის რუსეთს".
"უკრაინის სახელმწიფო თავის ამჟამინდელ კონფიგურაციაში ნაცისტურ პოლიტიკურ რეჟიმთან ერთად მუდმივ, პირდაპირ და აშკარა საფრთხეს შეუქმნის რუსეთს. ამიტომ, გარდა ჩვენი ხალხის დაცვისა და ქვეყნის საზღვრების დაცვისა, ჩვენი მომავალი ქმედებების მიზანი, ჩემი აზრით, უნდა იყოს უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის სრული დემონტაჟი", - თქვა მედვედევმა.
ცნობისთვის, 10 ოქტომბერს, უკრაინაში რუსეთმა სულ მცირე 75 რაკეტა ისროლა სამიზნეებს შორის იყო კიევი, ლვოვი, დნიპრო, მიკოლაევი, დონეცკი.