
უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ამბობს, რომ დილით მომხდარი მასობრივი დაბომბვის შედეგად 8 რეგიონსა და დედაქალაქში მინიმუმ 11 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა. მისივე ინფორმაციით, ზოგიერთი რეგიონში გაითიშა ელექტრო ენერგია.
"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, კომუნიკაციების დროებითი შეფერხებისთვის", - დაწერ შმიგალმა.
ცნობისთვის, 10 ოქტომბერს, უკრაინაში რუსეთმა არაერთი ქალაქი დაბომბა, მათ შორის კიევი, ლვოვი, დნიპრო, მიკოლაევი, დონეცკი.