პუტინი ტერორისტია, რომელიც რაკეტებით საუბრობს - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დილიდან რუსეთის მიერ რამდენიმე ქალაქის დაბომბვას ეხმაურება და წერს, რომ პუტინის ერთადერთი ტაქტია არის ტერორი მშვიდობიან ქალაქებზე. მისივე განცხადებით, ეს თავდასხმები არის პასუხი ყველასთვის, ვისაც პუტინთან მშვიდობიანი საუბარი სურს.

"რუსული სარაკეტო დარტყმები უკრაინაში. პუტინის ერთადერთი ტაქტიკა არის ტერორი უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე, მაგრამ ის ვერ დაანგრევს უკრაინას. ეს ასევე არის მისი პასუხი ყველა დამშოშმინებლისთვის, ვისაც სურს მასთან მშვიდობაზე საუბარი: პუტინი არის ტერორისტი, რომელიც რაკეტებით საუბრობს", - წერს კულება. 

მისი განცხადებით, დილიდან მუდმივ კონტაქტზეა პარტნიორებთან, რათა თავდასხმებზე მტკიცე რეაგირება მოხდეს. კულება აცხადებს, რომ შეწყვიტა ვიზიტი აფრიკაში და უკრაინაში ბრუნდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი