
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს სთხოვა სასწრაფოდ მოიწვიოს G7-ის ჯგუფის შეხვედრა 10 ოქტომბერს უკრაინაზე რუსეთის მასიური სარაკეტო დარტყმის გამო. გერმანია ამჟამად G7-ს თავმჯდომარეობს.
"ჩვენ შევთანხმდით გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, რომელიც ხელმძღვანელობს G7-ს, მოიწვიოს ჯგუფის სასწრაფო შეხვედრა. დაგეგმილია ჩემი გამოსვლა, რომელშიც ვისაუბრებ რუსეთის ფედერაციის ტერაქტებზე", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკი უკვე ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელთანაც საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, მკაცრი ევროპული და საერთაშორისო რეაქციის აუცილებლობა, ასევე რუსეთზე ზეწოლის გაზრდა განიხილა.