მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმა ომის დანაშაულია - EU

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე ოკუპანტების თავდასხმებს გმობს და აცხადებს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებზე სარაკეტო თავდასხმები ომის დანაშაულია.

"ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ამ საზარელ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურებზე. ეს არის ის, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს. მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება ომის დანაშაულია", - თქვა ევროკომისიის პრესსპიკერიმა პიტერ სტანომ.

ცნობისთვის, დღეს დილით ოკუპანტებმა უკრაინაში რამდენიმე ქალაქი დაბომბეს, მათ შორის დედაქალაქი კიევი. ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რუსეთმა იერიში სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანა. აფეთქებებს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი