
უკრაინის დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ცნობით, 62 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი სამშაბათს "რთული" მოლაპარაკებების შემდეგ "სახლში დააბრუნეს".
"62 დაღუპული გმირი დაბრუნდა სახლში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ ცხედრებს შორისაა ჯარისკაცები, რომლებიც ოლენივკას ციხეში იმყოფებოდნენ. ოლენივკა დონეცკის რეგიონის იმ ნაწილშია, რომელსაც პრორუსული ძალები რვა წელია აკონტროლებენ. ივლისში დაწესებულებაში თავდასხმას სულ მცირე 50 პატიმარი შეეწირა.