
"პუტინი ახლა ძალიან საშიშია, შეიძლება კიდევ უფრო ძლიერ ესკალაციაზე წავიდეს... უკრაინას პარტნიორების მაქსიმალური თანადგომა სჭირდება" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს და საერთაშორისო პარტნიორებს G7-ის ფორმატში მიმართავს.
2 დღეა ოკუპანტები უკრაინულ ქალაქებს მასიურად ბომბავენ. ომი კი 230 დღეა გრძელდება. მტერმა გუშინ 100-ზე მეტი რაკეტა ესროლა ჩვენს ქვეყანას. გამოიყენა ფრთოსანი რაკეტები და ირანული უპილოტო საფრენი აპარატი შაჰიდი. ყოველ 10 წუთში ახალ შეტევებზე მაწვდიან ინფორმაციას.
რუსეთი არამხოლოდ უკრაინის, არამედ თითოეული თქვენგანის მტერია. ის მსოფლიოს ქვეყნებისთვის კრიზის ქმნის. ის რადიაციული კატასტროფით გვემუქრება. ვალდებულები ვართ, რუსეთი შევაჩეროთ. პუტინი თავისი ბატონობის ბოლო ეტაპზე იმყოფება და ახლა ის ძალიან საშიშია. ის შეიძლება კიდევ უფრო ძლიერ ესკალაციაზე წავიდეს. ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენს გვაქვს შანსი ის შევაჩეროთ. ტერორისტ სახელმწიფოს შანსი არ უნდა მივცეთ.
უკრაინამ უნდა მიიღოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, რაც რუსეთი საჰაერო იერიშებს შეაჩერებს. მადლობა ჩვენს პარტნიორებს დახმარებისთვის, თუმცა ახლა მაქსიმალური თანადგომა გვჭირდება. პარტნიორებისგან ველოდებით დამატებით სამხედრო მხარდაჭერას. რუსეთი უნდა დავამარცხოთ.
ვინც ომი დაიწყო ეს, ის აგრესორი და საერთაშორისო დამნაშავეა და ის უნდა დაისაჯოს. ეს ეხება რუსეთს. რუსეთმა ესკალაციის ახალი ეტაპი დაიწყო, - განაცხადა ზელენსკიმ.