მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორი და სისხლიანი შურისძიება გრძელდება. უკრაინის ათობით ქალაქში საჰაერო განგაშის ხმა ფაქტობრივად არ წყდება. პუტინის დავალებით საოკუპაციო არმია მიზანმიმართულად უტევს დასახლებულ პუნქტებს და ბომბავს იმ ადგილებს, სადაც ხალხია.
30-მდე დაღუპული და 100-მდე დაშავებული, ეს მხოლოდ ბოლო 24 საათის მონაცემებია. უკრაინის პრეზიდენტმა დღეს ონლაინ ფორმატში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტის მონაწილეებს მიმართა და იარღით დახმარება სთხოვა.
რუსეთმა კი რაკეტების ხელშეუხებელი მარაგი გახსნა - საბრძოლო მასალების ეს კატეგორია, როგორც წესი, განსაკუთრებული შემთხვევებისთვისა განკუთვნილი, რაც ადასტურებს, რომ საოკუპაციო არმია საბრძოლო მასალების სერიოზულ დეფიციტს განიცდის.