G7-ის ლიდერები პირობას დებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინი პასუხს აგებს უკრაინაზე ბოლო სარაკეტო თავდასხმებისთვის - "დიდი შვიდეულის" წევრმა ქვეყნებმა დღეს ონლაინ ფორმატში გამართეს საგანგებო შეხვედრა. მათ უკრაინის პრეზიდენტმაც მიმართა.
სამიტის შემდეგ ლიდერები აცხადებენ, რომ "განურჩეველი თავდასხმები უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოადგენს ომის დანაშაულს და პირობას დებენ, რომ უკრაინას მხარს დაუჭერენ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება".
G7-მა დაგმო უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობა და გაიმეორა, რომ არასოდეს აღიარებს ცრუ რეფერენდუმს. გარდა ამისა, შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება ეკონომიკური სანქციების დაწესება რუსეთისთვის.
ლიდერები ასევე მოუწოდებენ ბელარუსის ხელისუფლებას "შეწყვიტოს რუსეთის აგრესიულ ომში ჩართვა"
ამავე თემაზე: