ოკუპანტებმა მელიტოპოლიდან 700-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს | ივან ფედოროვი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლიდან 700-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს - ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი ავცელებს.

ფედეროვი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოკუპანტები ყურადღებას არ აქცევენ ასაკს, სქესს და პროფესიას. მათ მიჰყავთ მოსახლეობა "სარდაფებში" სადაც ითანამშრომლობას აიძულებენ.

"ზაპორიჟიეს რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები არ თანამშრომლობენ ოკუპანტებთან. ამიტომ ამ უკანასკნელებს მხოლოდ უძლური გაბრაზების გამო ადამიანების მოტაცება და წამება უწევთ, რათა რაიმე სახის ინტერაქციას მაინც მიაღწიონ. მელიტოპოლის 700-ზე მეტი მცხოვრები გატაცების მსხვერპლი გახდა" - წერს ფედეროვი.

ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტებმა გაიტაცეს და სავარაუდოდ აწამეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის მოადგილე, ვალერი მარტინიუკი.

გარდა ამისა, რუსი ოკუპანტები მელიტოპოლის სკოლის დირექტორებს აიძულებდნენ თანამშრომლობას, ხოლო რიგით მოქალაქეებს აიძულებდნენ ეღიარებინათ უკრაინის სპეცსამსახურებში მუშაობა და მითიური ტერაქტების მომზადება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი