
ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო რუს ოკუპანტებს საწვავი მალე ამოეწურებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ უკრაინა რუსეთის ლოგისტიკას ართულებს, ქერჩის ხიდზე მომხდარმა ინციდენტმა კი კრემლი კიდევ უფრო დაუცველი გახადა და მალე ოკუპანტები ვეღარ შეძლებენ თავიანთი ჯარების გადაადგილებას, რაც მათ უზარმაზარ სირთულეებს შეუქმნის.
"ალბათ, ზამთრამდე გაძლებენ, მაგრამ თუ უკრაინა დაარტყამს რუსეთს, თუ ის დომინირებს ბრძოლის ველზე, უკან უბიძგებს მათ, აიძულებს რუსებს მანევრირებას და თუ დიზელის საწვავი არ იქნება მანქანებზე მანევრირებისთვის, ძალიან სავარაუდოა, რომ აღჭურვილობა ადგილზე დარჩება“, - თქვა Forbes-ის დაზვერვის ანალიტიკოსმა მაკენზიმ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის მასიური დაბომბვით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ ძლიერ იმიჯს შეიქმნიდა, თუმცა დასავლეთში ამ თავდასხმას საპირისპიროდ განიხილავენ, სადაც სარაკეტო დარტყმები განიხილება, როგორც სულ უფრო და უფრო სასოწარკვეთილი მეთაურის ქმედება, რომელსაც ვარიანტები არ აქვს.