"დემოკრატია უფრო კარგად უნდა იყოს შეირაღებული, ვიდრე ტერორისტები" | პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, დემოკრატია უფრო კარგად უნდა იყოს შეირაღებული, ვიდრე ტერორისტები. პოდოლიაკი საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვითი სისტემების გადაცემას კიდევ ერთხელ სთხოვს. 

"რუსული რაკეტები არ დაფრინავენ ევროპის საბავშვო მოედნებზე. ვაშინგტონში სკოლის მოსწავლეებმა არ იციან, რა არის განგაშის სიგნალის ხმა. ჩვენ მოკავშირეებს უკვე აღარ ვთხოვთ ცის ჩაკეტვას. ყველაზე მეტად რაც გვჭირდება ეს საჰაერო თავდაცვის და ანტისარაკეტო სისტემებია, ისინი საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენი შვილების უსაფრთხო ძილი ვუზრუნველყოთ. დემოკრატია უფრო კარგად უნდა იყოს შეიარაღებული, ვიდრე ტერორისტები" - წერს პოდოლიაკი twitter-ზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი