
"ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის მეორე ტალღა დაიწყეს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მტერმა დილით უკრაინის მიმართულებით 28 სარაკეტო იერიში განახორციელა, მათგან 20 რაკეტა კი უკრაინამ ჩამოაგდო.
"15-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან თითქმის ყველა ირანულია, უმეტესობა ჩამოგდებულია. აღდგენითი სამუშაოები ძალიან სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. რომ არა დღევანდელი იერიშები, აღდგენილი იქნებოდა ელექტრომომარაგება, წყალმომარაგება და კომუნიკაციები, რომლებიც გუშინ ტერორისტებმა დააზიანეს. სადაც იყო ნგრევა, ინფრასტრუქტურა განახლდება ყველგან. სადაც მტრის იმედი იყო, ყველგან რუსეთის სახელმწიფოებრიობის ნანგრევები იქნება... კაცობრიობა ნებისმიერ ტერორისტზე ძლიერია. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს ჩვენი გამარჯვებისთვის" - ამბობს ზელენსკი.