
CNN-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ აშშ უკრაინისათვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაჩქარებული წესით მიწოდებაზე მუშაობს.
მისი თქმით, აშშ-მა უკვე დაიწყო NASAMS-ის პირველი ორი სისტემის მიწოდების პროცესი და ის უახლოეს მომავალში დასრულდება.
კირბიმ უარი თქვა თარიღის დასახელებაზე, თუმცა თქვა, რომ აშშ "რა თქმა უნდა, დაინტერესებულია სისტემის დაჩქარებული წესით მიწოდებაზე".
შეგახსენებთ, რომ ადრე G7-ის ვირტუალური შეხვედრის დროს, ზელენსკიმ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავების თავდასხმების ფონზე "უკრაინის საჰაერო ფარის შესაქმნელად საერთო ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს"