უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო, IRIS-T გერმანიიდან უკვე აქ არის - რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინაში უკვე ჩავიდა გერმანიის მიერ ქვეყნისთვის გადაცემული IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

"უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო, IRIS-T გერმანიიდან უკვე აქ არის, ამერიკული NASAMS - მოდის - ეს მხოლოდ დასაწყისია, თუმცა გვჭირდება კიდევ უფრო მეტი.ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არსებობს მორალური იმპერატივი, დავიცვათ უკრაინის ცა, ჩვენი ხალხის გადასარჩენად", - წერს რეზნიკოვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი