რუსულმა დაბომბვამ ზაპოროჟიეს ქვესადგური დააზიანა, კრემლი დიზელის მიწოდებაზე უარს ამბობს - ენერგოატომი

გამოქვეყნდა:

უკრაინის Energoatom ამბობს, რომ 12 ოქტომბერს 08:59 საათზე რუსული ჯარების სარაკეტო იერიშის შედეგად დნეპროვსკაიას ქვესადგური დაზიანდა, რის გამოც გაითიშა 750კვ საკომუნიკაციო ხაზი.

"მაშასადამე, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად გამორთული აღმოჩნდა. დიზელის გენერატორები ავტომატურად ჩართეს", - წერია განცხადებაში.

უკრინა ამბობს, რომ "ენერგოტომმა" მოამზადა და გაგზავნა დიზელის საწვავის მორიგი პარტია ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, თუმცა 10:00 საათის მდგომარეობით, რუსული მხარე კომპანიის მანქანების კოლონას არ უშვებს.

Energoatom აღნიშნავს, რომ რუსული დაბომბვა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ატომური ელექტროსადგურების მუშაობასთან, არის ბირთვული ტერორიზმის იგივე გამოვლინება, როგორც ZNPP-ის პირდაპირი დაბომბვა და იწვევს რადიაციული ავარიის იგივე შედეგებს და საფრთხეებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი