ჩნდება ეჭვი, რომ მანქანის დაწვა შურისძიება და ოპოზიციონერი მერის დაშინების მცდელობაა - "დროა"

გამოქვეყნდა:

"დროა" წალენჯიხის მერს გია ხარჩილავას, რომელსაც ღამით მანქანა დაუწვეს, მხარდაჭერას უცხადებს. პარტია ამბობს, რომ მომხდარი აჩენს ეჭვს, რომ ფაქტი დაშინების მცდელობა და შურისძიებაა. 

"ჩვენთვის უცხო არ არის კრიტიკულად და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ “ოცნების” ხელისუფლების ბრძოლის მეთოდები - დაუსჯელობით წახალისებული აგრესია, ძალადობა, პროპაგანდა და ასე შემდეგ. ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ გუშინ ღამით მომხდარი, პოლიტიკური შურისძიება და ოპოზიციონერი მერის დაშინების მცდელობაა.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, არარეალისტურია, ველოდოთ სამართლიანი გამოძიებისა და სასამართლოს ჩატარებას. თუმცა, მსგავსი მეთოდებით თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოსთვის მებრძოლ ადამიანებს ვერ დააშინებენ და შეაჩერებენ", - წერია განცხადებაში. 

გია ხარჩილავას მანქანა მისსასვე სახლის წინ გამთენიისას დაწვეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ადგილზე დიდი რაოდენობით საწვავის კვალია, ხოლო რამდენიმე მეტრში აღმოჩენილია ბოთლი, რომელიც სამართალდამცველებმა ექსპერტიზაზე წაიღეს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი