უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის საზღვრებში - მოსკოვში ახალი რუკების გაყიდვა დაიწყეს

გამოქვეყნდა:

მოსკოვში დაიწყო რუსეთის განახლებული კურების გაყიდვა, რომლებზეც "ახალი ტერიტორიები", ანუ უკრაინის ოკუპირებული რეგიონებია მონიშნული. რუსული სახელმწიფო მედია "რია" ამბობს, რომ რუკები Rosreestr-ის მონაცემების საფუძველზე დაიბეჭდა.

"რუკები სათითაოდ დაიბეჭდება, მცირე ტირაჟებით“, - ციტირებს RIA Novosti-ს კარტოგრაფიის ცენტრს. 

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში  23-დან 27 სექტემბრის ჩათვლით ე.წ. რეფერენდუმები ჩაატარა. კრემლი ამტკიცებს, რომ მოსახლეობის უმეტესობამ მხარი დაუჭირა რუსეთთან შეერთებას, თუმცა დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო ამ "რეფერენდუმებს" არ აღიარებს. მეტიც, რუსეთს ამის გამო ევროკავშირი და სხვა ქვეყნები დამატებით სანქციებს უწესებენ.

30 სექტემბერს პუტინმა კრემლში ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთთან შეერთების შესახებ. ღონისძიებას ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ლიდერებიც ესწრებოდნენ. მან თქვა, რომ რუსეთს "ოთხი ახალი რეგიონი აქვს". 5 ოქტომებრს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონებს უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი