საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს - დარახველიძე ყირიმის ხიდის აფეთქებაზე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძე ყირიმის ხიდის აფეთქებაზე რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ საქართველოს ამ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.

რუსეთი ამტკიცებს, რომ აფეთქებაში ქართველებიც მონაწილეობდნენ.

"საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. როგორც ტრანზიტული, ასევე არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა", - თქვა დარახველიძემ. 

შეგახსენებთ, კრემლმა დღეს თქვა, რომ "ტერაქტის საქმეზე" დაკავებულია 8 პირი, მათგან რუსეთის 5, უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე, გამოვლენილია ტერაქტის მომზადების 12 თანამზრახველი, მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა. დასახელებულია მათი ვინაობაც - სანდრო ინასარიძე  და  ვინმე ლევანი. მოსკოვის მტკიცებით, აფეთქება უკრაინის დაზვერვის ხელმძვანელმა კირილ ბუდანოვმა დაგეგმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი