ნატოს მორიგი სიმეტრიული პასუხი - რუსეთის მხრიდან სარაკეტო დაბომბვების პასუხად ალიანსი უკრაინას რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდის. ამ გადაწყვეტილებით და იმ სისტემებით, რომლოებიც კიევმა ბოლო დღეებში მიიღო, უკრაინის ცა ერთხელ და სამუდამოც ჩაიკეტება რუსული რაკეტებისთვის.
პარალელურად უკრაინა მძიმე ტექნიკასაც იღებს - გერმანია, ჩეხეთი და სხვა ევროპული ქვეყნები ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის კიევს ტანკებს, ჯავშანმანქანებს და თვითმავალ არტილერიას უგზავნიან. ამ მასშტაბური დახმარების შედეგს მსოფლიო ყოველდღიურად ხედავს - უკრაინის არმია ერთმანეთის მიყოლებით ათავისუფლებს ოკუპირებულ სოფლებს და იბრუნებს ტერიტორიებს.