უკრაინელი ხალხი და ვოლოდიმირ ზელენსკი სახაროვის პრემიაზე წარადგინეს

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა ანდრეი სახაროვის სახელობის პრემიის ნომინანტები დაასახელა.

2022 წლის ნომინანტების სიაში არიან:

  • "მამაცი უკრაინელი ხალხი, რომელსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წარმოადგენს" - წარდგენილი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მიერ;
  • "უკრაინელი ხალხი" - წარდგენილია განახლებული ევროპა და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D) მიერ
  • "უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი" - ნომინირებულია ევროპელი კონსერვატორებისა და ეფორმისტების (ECR) მიერ.
  • სიმართლის კომისია კოლუმბიაში;
  • სონია გუაჰარა - ბრაზილიელი აქტივისტი;
  • შირინ აბუ აკლე -  Al Jazeera-ს ჟურნალისტი, რომელიც 2022 წლის მაისში გარდაიცვალა;
  • ჯულიან ასანჟი, WikiLeaks-ის დამფუძნებელი.

ანდრია სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპარლამენტის მიერ დაფუძნდა. 

ჯილდო გაიცემა ყოველწლიურად შემდეგ სფეროებში წარმატებისთვის:

  • ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვა.
  • დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობის დაცვა.
  • საერთაშორისო სამართლის პატივისცემა.
  • უმცირესობის უფლებების დაცვა.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი