გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც გმობს უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს

გამოქვეყნდა:

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს რუსეთის უკანონო ე.წ. რეფერენდუმებს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არსებულ რეგიონებში და მოითხოვს, გააუქმოს მისი ანექსიის დეკლარაცია.

რეზოლუციის მომხრე 143 ქვეყანა იყო, წინააღმდეგი 5 (რუსეთი, ბელარუსი, ნიკარაგუა, სირია და ჩრდ. კორეა); 35-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და მხარდამჭერ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა:

"მადლობა 143 სახელმწიფოს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გაეროს გენერალური ასამბლეის ისტორიულ რეზოლუციას "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა". მსოფლიომ თქვა - რუსეთის ფედერაციის ანექსიის მცდელობა უსარგებლოა და არასოდეს იქნება აღიარებული თავისუფალი ქვეყნების მიერ", - დაწერა მან twitter-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი