
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ ორიხივს ერთ დღეში 324 ჭურვი ესროლეს. უკრაინიას გენშტაბის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, ასევე განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა.
როგორც უწყება განმარტავს, ოკუაოპანტები შეტევების განხორციელებას ცდილობდნენ ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა თავდასხმების მოგერიება შეძლეს.
გარდა ამისა გენშტაბი აცხადებს, რომ ოკუპანტები საკრუიზო რაკეტების, ასევე უპილოტო თვითმფრინავების და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებას ისვე აგრძელებენ.