Maxar Technologies-მა დაზიანებული ქერჩის ხიდის ახალი სატელიტური სურათები გამოაქვეყნა

გამოქვეყნდა:

Maxar Technologies ყირიმში, ქერჩის ხიდის ახალი სატელიტური სურათები გამოაქვეყნა. ფოტოებზე ასახულია ხიდის ჩანგრეული ნაწილი და სარემონტო სამუშაოები ყირიმის ხიდის სარკინიგზო ხაზზე, ასევე  საავტომობილო ხიდის დაზიანებულ მონაკვეთებზე.

12 ოქტომბრით დათარიღებულ ფოტოებზე ჩანს სატვირთო მანქანების რიგი, რომლებიც გასვლას ელოდებიან. ფოტოებზე ჩანს ბორანი, რომელიც ატარებს სატვირთო მანქანებს ქერჩის სრუტეზე.

შაბათს აფეთქებამ ნაწილობრივ გაანადგურა სტრატეგიული მნიშვნელობის საკვანძო ხიდი, რომელიც სპეციალურად პუტინის ბრძანებით ააშენეს. ის ანექსირებულ ყირიმს რუსეთთან აკავშირებდა. უკრაინას მომხდარზე პასუხისმგებლობა პირდაპირ არ აუღია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი