მიკოლაევში რუსებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - ნანგრევებში მინიმუმ 7 პირს ეძებენ

გამოქვეყნდა:

სულ მცირე შვიდი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება უკრაინის სამხრეთით, ქალაქ მიკოლაევში, რუსული დაბომბვის შემდეგ. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, რომ საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში სამაშველო სამუშოები გრძელდება. 

მაშველებმა 11 წლის ბიჭის გადარჩენა შეძლეს, რომელსაც სამედიცინო დახმარება უტარდება.

ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ქალაქს ღამით რვა S-300 რაკეტამ დაარტყა.

ცნობისთვის, ზედიზედ მეოთხე დღეა რუსები უკრაინის ქალაქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი