უკრაინაში რუსულ აგრესიას უკვე 422 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 1 230-ზე მეტი

გამოქვეყნდა:

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 422 ბავშვია დაღუპული, 1 230-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა: დონეცკის რეგიონში - 407, ხარკოვის ოლქში - 254, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 64, ნიკოლაევის ოლქში - 76, ხერსონის ოლქში - 55, ზაპოროჟიეს ოლქში -68 ლასტროვის ოლქში - 64.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 614 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 313 სრულად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი