
ვლადიმერ პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადებიდან 3 კვირის შემდეგ, რუსეთის
ხელისუფლებამ პირველად გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის ომში მობილიზებულთა დაღუპვის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციიით, დაღუპულია 5 სამხედრო, რომლებიც ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ კორკინოში გამოიძახეს.
ჩელიაბინსკის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ დაღუპულთა ახლობლებს ფედერალური გადასახადის გარდა,თითოეულს მილიონ რუბლს გადაუხდის.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთში ე.წ მობილიზებულები ფრონტზე მისვლის გარეშე იღუპებიან, მიზეზი დაავადებები, ჩხუბი და თვითმკვლელობებია.
გარდა ამისა, სექტემბრის ბოლოდან დ 10-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მობილიზებული რუსები საბრძოლო ზონაში მისვლამდე დაიღუპნენ, თუმცა ხელისუფლება მათზე კომენტარს არ აკეთებს.