ხუსნულინი: რუსეთის მთავრობა ხერსონის ოლქის მცხოვრებლებს რუსეთში წასვლაში დაეხმარება

გამოქვეყნდა:

რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა მხარი დაუჭირა ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლების მეთაურის ვლადიმერ სალდოს მოთხოვნას და განაცხადა, რომ მთავრობა „დაეხმარება“ რეგიონის მცხოვრებლებს რუსეთის რეგიონებში გადაყვანაში. ეს გადაწყვეტილება მათ უკრაინის წინსვლისა და წარმატებული კონტრშეტევების ფონზე მიიღეს. ცნობილია, რომ უკრაინელები იბრუნებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, იერიში მიაქვთ კრიტიკულ ინფრასტრურქტურაზე, მათ შორის ხიდებსა და რკინიგზაზე.

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის ფონზე, ხერსონის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა

”რუსეთის ფედერაციის ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის, ვლადიმერ ვასილიევიჩ სალდოს მიმართვასთან დაკავშირებით, მთავრობამ გადაწყვიტა დახმარების ორგანიზება რეგიონის მცხოვრებლების ქვეყნის სხვა რეგიონებში გამგზავრებისთვის. რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის ფარგლებში, ჩვენ დავავალებთ ქვეყნის რეგიონების ხელმძღვანელებს დახმარება გაუწიონ ხერსონის ოლქის მცხოვრებლებს და მოაწყონ მათი განსახლება სათანადო პირობებში”, - თქვა ხუსნულინმა.

რუსეთის რომელ რეგიონებში აპირებენ უკრაინელების გადაყვანას, მან არ დააკონკრეტა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ხერსონის ოლქის ანექსია გამოაცხადა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს. ოთხშაბათს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ანექსიის მცდელობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი